logo
ENG



შოიგუ: რუსეთი მზადაა დაეხმაროს გაეროს ვიზიტს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურში

25 აგვ 202214:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/25/rixluwrtq2jtsnt.png
Alexander Ermochenko/Reuters

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და ფრანგმა კოლეგამ, სებასტიენ ლეკორნუმ საუბრისას განიხილეს ვითარება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.

სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის  ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს [IAEA] ინსპექტორებს საჭირო დახმარება გაუწიოს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ვიზიტის დროს. 

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგური 4 მარტს ჩაიგდეს ხელში. ასევე, რუსები ქალაქ-სპუტნიკ ენერგოდარს აკონტროლებენ. ევროკავშირმა რუსეთს არაერთხელ მოუწოდა, რომ კონტროლი ელექტროსადგურზე უკრაინას დაუბრუნონ. 5 აგვისტოს ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს 3-ჯერ ესროლეს. 6 აგვისტოს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა შესაძლოა ელექტროსადგურის ტერიტორია დანაღმეს.

6 აგვისტოს ენერგოატომმა გაავრცეკა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის შედეგად წყალბადისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხეები არსებობს.

ენერგოატომი, რომელიც უკრაინაში არსებულ ყველა ატომურ ელექტროსადგურს მართავს, აცხადებს, რომ დაბომბვამ მნიშვნელოვნად დააზიანა აზოტ-ჟანგბადის სადგური და რადიაციის გარდა, არის ხანძრის გაჩენის რისკებიც.

13 აგვისტოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთმა ინჟინერმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ რუსი ოკუპანტები სადგურზე იერიშის მიტანას გააგრძელებენ, "საშინელი ბირთვული კატასტროფა  მოხდება".

14 აგვისტოს 42 ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, მოუწოდა რუსეთს, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან სამხედროები გაიყვანოს, რაზეც რუსეთმა უარი განაცხადა. 


close დახურვა